ახალი ამბები
ხვამლის მთასთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა
FaceBook
ხვამლის მთასთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 195 ათასი ლარამდე უნდა დაიხარჯოს.
ხვამლის ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან მისასვლელი არსებული გზის მოწყობისთვის, ტენდერი (170012222) სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მიმდინარე წლის 7 სექტემბერს გამოაცხადა. სადაც წინადადების მიღება იწყება 24 სექტემბერს და სამ დღეში სრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დასაპროექტებელი ობიექტი წარმოადგენს ცაგერის მუნიციპალიტეტის კუთვნილებაში მყოფ 15 000 მ. გზას, რომელიც გადის დაუსახლებულ ტერიტორიაზე.

სატენდერო წინადადების მიღების ვადა 2017 წლის 19 სექტემბერია.

ხვამლი, იგივე ხომლი, კირქვული მასივია ლეჩხუმში, მხარის დასავლეთ ნაწილში, ცაგერისა და წყალტუბოსმუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე.

მთის სიმაღლე ზღვის დონიდან 2002 მეტრია.

ძველი ისტორიული, ანტიკური წყაროებიდან ხვამლი, იგივე ხომლი მიიჩნევა ბერძნული მითური ლეგენდარული გმირების არგონავტებისა და ჰერაკლეს მოგზაურობის მისტიკურ ადგილად.

თანამედროვეობაში, ხვამლის მთა მოგზაურების, მთასვლელებისა და ტურისტებისთვის მიმზიდველ, საინტერესო ადგილად ითვლება.
Print