ახალი ამბები
ნიკეას ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ქვეწარმავალი იპოვეს
FaceBook
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე, საცხოვრებელ ბინაში გველი იპოვეს.
ადგილობრივების თქმით, ორი დღის წინ, ნიკეას ქუჩის N14 კორპუსში ქვეწარმავალი სადარბაზოში შეამჩნიეს და რეაგირებისთვის შესაბამის სამსახურს დაუკავშირდნენ.

"მოვიდნენ, შეწამლეს სადარბაზო და გვეგონა პრობლემა მოგვარებული იყო, თუმცა მეორე დილით ჩვენმა ერთ-ერთმა მეზობელმა გველი საკუთარ სამზარეულოში იპოვა, რის შემდეგაც კვლავ მოვიდნენ და ქვეწარმავალი წაიყვანეს," - ამბობს ნიკეაზე მცხოვრები გულნარა ტოფაძე.

მისივე თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ეს უკვე მეორე შემთხვევაა.

" N25 ბინაშიც იპოვეს ქვეწარმავალი და ყველა შეშინებულია, " - ამბობს გულნარა ტოფაძე.

ქვეწარმავლებისა და მღრღნელების წინააღმდეგ კორპუსების სადარბაზოების სადეზიფექციო ხსნარით დამუშავება მერიის დაქვემდებარებაში მყოფ შპს "სპეციალურ სერვისებს" ევალებათ, სადაც განმარტავენ, რომ ნიკეას ქუჩაზე ქვეწარმავლებთან დაკავშირებით გამოძახება 4 სექტემბერს ჰქონდათ.   


Print