ახალი ამბები
ქუთაისის მერია სატრანსპორტო ხაზების ახალ მფობელებს დღეს გამოავლენს
FaceBook
ქუთაისის მერიაში საქალაქო სატრანსპორტო ხაზებზე ნებართვის მაძიბელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს.

რეგისტრაცი 9:00 საათზე დაიწყო და დღესვე, 12:00 საათზე დასრულდება.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია გამარჯვებულს გამოავლენს.
საუბარია, იმ M2 კატეგორიის 18 მიკროსაავტობუსო ხაზზე ( №№3, 5,6,9,11,18, 20, 26, 37, 38, 39, 44, 48, 50, 55,100, 200 მარცხენა და 200 მარჯვენა მარშრუტები) რომლებსაც მუშაობის ვადა უკვე გაუვიდათ. მერიის საკონკურსო პირობების მიხედვით, აღნიშნულ ხაზებზე 84 ერთეული ტრანპორტია გათვალისწინებული.
მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსის, ირაკლი ცხვედიანის განმარტებით, 8 წევრიანი კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენა პირდაპირი ტრანსლაციით იქნება შესაძლებელი.
"მერიის შესასვლელში არის მონიტორები, სადაც შესაძლებელი იქნება თვალყურის დევნება თუ როგორ მიმდინარეობს კონკურსი", - განმარატვენ მერიის ტრანსპორტის განყოფილებაში. ქუთაისის მერის შოთა მუღულიას განმარტებით, შესაძლოა კონკურსის დისკერდიტაციის მცდელობა იყოს.

თეკლე მორგოშია
Print