ქუთაისის მერიაში საქალაქო სატრანსპორტო ხაზებზე ნებართვის მაძიბელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს.  
რეგისტრაცი 9:00 საათზე დაიწყო და დღესვე, 12:00 საათზე დასრულდება. 
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მერიაში შექმნილი  სპეციალური კომისია გამარჯვებულს გამოავლენს. 
საუბარია, იმ M2 კატეგორიის 18 მიკროსაავტობუსო ხაზზე ( №№3, 5,6,9,11,18, 20, 26, 37, 38, 39, 44, 48, 50, 55,100, 200 მარცხენა და 200 მარჯვენა მარშრუტები) რომლებსაც მუშაობის ვადა უკვე გაუვიდათ. მერიის საკონკურსო პირობების მიხედვით, 
აღნიშნულ ხაზებზე 84 ერთეული ტრანპორტია გათვალისწინებული. მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსის, ირაკლი ცხვედიანის განმარტებით,  8 წევრიანი  კომისიის მიერ  გამარჯვებულის გამოვლენა პირდაპირი ტრანსლაციით  იქნება შესაძლებელი. 
"მერიის შესასვლელში  არის მონიტორები, სადაც შესაძლებელი იქნება თვალყურის დევნება თუ როგორ მიმდინარეობს კონკურსი", - განმარატვენ მერიის  ტრანსპორტის განყოფილებაში. ქუთაისის მერის შოთა მუღულიას განმარტებით, შესაძლოა კონკურსის 
დისკერდიტაციის მცდელობა იყოს.თეკლე მორგოშია			
 
			
მასალის გამოყენების პირობები