ახალი ამბები
რა ხდება ადგილზე, სადაც აგვისტოს ბოლოდან ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო
FaceBook
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მოწყობისთვის ინტენსიური სამუშაოები, რომელიც აგვისტოს ბოლოდან უნდა დაწყებულიყო ამ დრომდე არ განახლებულა.
ფონდი "ქართუს" ხელმძღვანელი, ვახო ცაგარელი მიმდინარე წლის 16 ივლისს ჩვენთან საუბარში განმარტავდა, რომ დაიწყებოდა კამპუსების მშენებლობა.

თუმცა, ადგილზე ჩვენი მისვლის მომენტში, ტერიტორიაზე ისეთივე მდგომარეობა იყო, როგორც ორი თვის წინ.


ტერიტორია, სადაც უნივერსიტეტის კამპუსები უნდა აშენდეს

ადგილობრივები განმარტავენ, რომ დიდი ხანია ტერიტორიაზე არავინ გამოჩენილა. მათი თქმით, მხოლოდ გეოლოგები დადიოდნენ.

"რამდენიმე თვის წინ იყვნენ მოსულები, სილა მოიტანეს. შეკრებაც ჰქონდათ, თათბირივით, მაგრამ მის მერე არავინ გვინახავს", - გვითხრა ადგილობრივმა მკვიდრმა, ოლგა აბაშიძემ.

შევეცადეთ დავკავშირებოდით ფონდი "ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს, გიორგი უძილაურს. თუმცა, ის სატელეფონი ზარებს არ პასუხობს.

მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა. ღონისძიებას მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.

იმ დროისთვის სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები არავის დაუკონკრეტებია. მხოლოდ ის განაცხადეს, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიიღოს.

პროექტზე 500 მილიონი დოლარი დაიხარჯება. უნივერსიტეტი 60 000 სტუდენტზე იქნება გათვლილი.

პროექტის მიხედვით, უნივერსიტეტის კორპუსი ხუთსართულიანი იქნება. მისი სიგრძე 200 მეტრი ექნება, სიგანე კი -150მ.

ამავე თემაზე:


ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იწყება (ვიდეო)

უძილაური: ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა ზაფხულზე დაიწყება (ფოტო)


ქუთაისის საკრებულო დღეს საუნივერსიტეტო ქალაქის განაშენიანების გეგმაზე იმსჯელებს

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი პროექტის პრეზენტაციიდან ორი თვის შემდეგ (ფოტო)

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის ამსახველი ბანერები ცენტრალურ ბაღში - ფოტო

ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქში უცხოელი პროფესორები იმუშავებენ

"არც ერთი ხე არ მოიჭრება" - ქუთაისის მერი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაზე

ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო (ფოტო)

არაშენებულ ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დაინიშნა

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კამპუსების მშენებლობა აგვისტოს ბოლოდან დაიწყება

Print