ახალი ამბები
1 611 პირველკურსელი და საჩუქრები სტუდენტებისთვის - წერეთლის უნივერსიტეტში სასწავლო წელი დაიწყო
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტეში 84-ე სასწავლო წელი ჰიმნით დაიწყო.  პირველკურსელებს, სასწავლებლის აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი ღავთაძემ სწავლის დაწყება მიულოცა.

"წლევანდელი წელი იმითაც მნიშვნელოვანია, რომ წელს კარგად შეივსო უნივერსიტეტი. გვყავს, როგორც პირველკურსელები, ასევე მაგისტრები, მობილობით გადმოსული სტუდენტები, ველოდებით დოქტორანტებს", - განაცხადა სწავლის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი ღავთაძემ.



2017-2018 სასწავლო წელს წერეთლის უნივერსიტეტში 1 611 პირველკურსელი ჩაირიცხა, აქედან 6 მათგან 100%-იანი, ხოლო 169 მათგანმა 70% და 50% სასწავლო გრანტი მოიპოვეს.

წერეთლის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ისწავლის, დავით ქურციკიძე. ის ბიზნესისი სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტია. 

"წერეთლის უნივერსიტეტი ავირჩიე იმიტომ, რომ ვფიქრობ აქ შესაბამის განათლებას მივიღებ სამართლის და იურისპროდენციის კუთხით", - ამბობს წერეთლის უნივერსიტეტის პირველკურსელი , დავით ქურციკუძე.

100%-იანი გრანტის მფლობელ 6 სტუდენტს ქუთაისის მერიამ ტელეფონის უსადენო დამტენები კალმები და ბლოკნოტები, წერეთლის უნივერსიტეტმა წიგნები" ეს საქართველო", სადაზღვეო კომპანია "არდიმ" მათ პორტატული კომპიუტერები, ხოლო "ვითიბი ბანკმა" პლასტიკური ბარათები და 200 ლარიანი ფულადი პრიზები გადასცა.

წერეთლის უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლის დაწყებას იმერეთის მხარის გუბერნიის, ქუთაისის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
Print