ახალი ამბები
გეგუთის კომპლექსთან მიმანიშნებელი აბრის დამონტაჟებას ითხოვენ
FaceBook
გეგუთის ისტორიულ კომპლექსთან მიმანიშნებელი აბრის არარსებობის გამო ვიზიტორებს პრობლემა ექმნებათ.
ქუთაისის შემოვლითი ავტომაგისტრალის მშენებლობის შემდეგ, ციხესიმაგრესთან მისასვლელი ძველი ნიშანი მოხსნეს, ახალი მიმანიშნებელი კი ამ დრომდე არ დაუმონტაჟებიათ.

ამ მიზეზის გამო, ვიზიტორებს მეფეთა სასახლემდე გზის მიკვლევა უჭირთ.

"ტურისტები და დამთვალიერებლები იძლებული არიან იკითხონ და ასე კითხვა-კითხვით მოვიდნენ აქამდე. ხშირია ასეთი შემთხვევები, როცა უცხოელებს ერევათ და სასჯელააღრულების დასეწებულებასთან მიდიან. ადრე აქ იყო აბრა. რაც ავტობანი ააგეს, მოხსნილია. კარგი იქნება თუ დაამოტაჟებენ, რადგან ახლა შეიცვალა ყველაფერი და სასახლემდე მისასვლელიც შეცვლილია," - ამბობს გეგუთის ისტორიული ციხის დარაჯი, იასონ თავაძე.

როგორც გაირკვა, გეგუთის მეფეთა სასახლესთან მისასვლელი მიმანიშნებელი აბრის დამონტაჟებაზე უკვე მუშაობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი. მისი მმართველი, როლანდ ისაკაძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ გეგუთში ისტორიულ კომპლექსთან აბრა, სავარაუდოდ, მომავალ წელს დამონტაჟდება.

"რადგან მაგისტრალს უკვე ავტობანის სტატუსი აქვს, ამიტომ ამ საკითხზე საჭიროა რამდენიმე უწყების ნებართვა, რაზეც დაწყებულია მუშაობა, თუმცა დრო ჭირდება. გეგუთის კომპლექსს რეაბილიტაცია იმიტომ უტარდება, რომ ვიზიტორები მოვიდნენ, ამისთვის კი ბანერი აუცილებელია," - ამბობს როლანდ ისაკაძე.

მისივე ინფორმაციით, გეგუთის ისტორულ მეფეთა სასახლემდე მისასვლელად ცენტრალურ გზაზე 6 ბარენი უნდა დამონტაჟდეს.






Print