ახალი ამბები
"ჩიხურამ" ფოთის "კოლხეთი" დაამარცხა
FaceBook
ეროვნული ლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში საჩხერის "ჩიხურამ" საკუთარ მოედანზე ფოთის "კოლხეთი" მიიღო.
საჩხერლებისთვსი თამაშის პირველი ტაიმი ადვილი გამოდგა. სადებიუტო წუთებშივე გატანილმა გოლმა "ჩიხურას" მეტი უპირატესობა შესძინა. მეორე გოლიც მალევე გავიდა, პირველი ტაიმი "ჩიხურამ" 2:0 მოიგო. მეორე ტაიმში ფოთელები ძლიერ გააქტიურდნენ, რამაც შედეგი მეორე ტაიმის დებიუტშივე, 48-ე წუთზე გამოიღო.

"კოლხეთმა" ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. თამაშის ბოლომდე ანგარიშ აღარ შეცვლილა თუმცა ფოთელებს გათანაბრების შანსი ბევრჯერ ჰქონდათ. ამ თამაშის მოგებით "ჩიხურა" "ლოკომოტივს" საგრძნობლად წამოეწია. "კოლხეთი" კი ისევ მე-9 ადგილზეა.

ბაქარ ლიკლიკაძე
Print