ახალი ამბები
ბაღდათში შვილის მიერ დაჭრილი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე
FaceBook
ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში შვილის მიერ დაჭრილი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ექიმების ინფორმაციით, 70 წლამდე ქალბატონს ოპერაცია უკვე ჩაურარდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ახალგქზრდას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და დღეს ექიმთან უნდა წასულიყო.

,,მეზობელი მანქანას ამზადებდა,რომ ექიმთან წაეყვანათ, თავად გამოთქვა სურვილი შეუძლოდ ვარ და წამიყვანეთო. ზუსტად ამ დროს ჩუმად აუღია იარაღი, სამზარეულოში დედას ესროლა, შემდეგ ეზოში გამოვიდა და მამას უფრო ახლოდან ესროლა. გავარდნილა გიგა მეზობელთან და როცა გაიაზრა რა ჩაიდინა, ძალიან ცუდად იყო", - ამბობს მეზობელი.

ადგილზე პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. 


დღეს, ბაღდათის მუნიციპლიტეტის სოფელ დიმში  შვილმა მამა სანდირო თოფით მოკლა. ადგილობრივების თქმით, დედისთვის გამიზნული ტყვია მამას მოხვდა, ხოლო დედა დაჭრა.  ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, შვილს ფსიქიკური პრობლემები ქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ  დაკავებულია შვილი და საქმეზე გამოძიება 11 პრიმა 108-ე მუხლით არის დაწყებული,   რაც ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

ბაღდათში შვილმა მამა მოკლა
Print