ახალი ამბები
ვანის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
FaceBook
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მაჟორიტარმა გიორგი ლილუაშვილმა ახალი საზოგადოებრივი ცენტრი გახსნეს. საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით ზეინდრის მოსახლეობასთან ერთად, ამაღლების, ინაშაურის, გორასა და ზედა გორას, საპრასიის, რომანეთის, უხუთის, იმერუხუთის, ფერეთის, ბაბოთის, სალომინაოს, ბაგინეთის, შუა გორას და სხვა სოფლების 7 000-ზე მეტი მოსახლე ისარგებლებს.

"გასული წლის ოქტომბერში, ზეინდარში ჩემი სტუმრობისას, მოსახლეობამ მთხოვა, მათ სოფელშიც აგვეშენებინა საზოგადოებრივი ცენტრი, რაც ადგილობრივებს სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების მიღებას საგრძნობლად გაუადვილებდა. მე მაშინ დავპირდი მათ, რომ მალე ზეინდარშიც იქნებოდა საზოგადოებრივი ცენტრი და დღეს ამ დაპირების შესრულების დღეა", − განაცხადა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი ცენტრის გახსნაზე.


Print