ახალი ამბები
ქუთაისში საბაგიროთი მგზავრობის ღირებულება გაიზარდა
FaceBook
ქუთაისში, ბესიკ გაბაშვილის სახელობის ე.წ "გორის პარკთან" მისასვლელი საბაგიროს მგზავრობით ღირებულება გაორმაგდა. მისი ფასი  ამ დრომდე 0. 50  ლარი იყო, ხოლო ახლა 1 ლარი გახდა. გაბაშვილის სახელობის პარკის დირექტორის კახა კუხიანიძის თქმით, საბაგიროთი მგზავრობის გაზრდა პარკის საჭიროებებიდან გამომდინარე გადაწყვიტა.

"ფასი გავზარდეთ იმიტომ, რომ საბაგირომ შეინახოს თავი, ფასის გაზრდა არ ნიშნავს იმას, რომ ეს რაიმე მოგებას მოიტანს", - ამბობს ჩვენთან საუბარში კახაბერ კუხიანიძემ.

მისი თქმით, პარკში მიმდინარე წლის სექტემბერში ერთი გაჩერებული ატრაქციონის ამუშავება იგეგემება. ასევე, დაგეგმილია ახალი ატრაქციონის ჩამოტანაც, რომელიც გორის პარკში სექტემბრის ბოლოსთვის განთავსდება.

საბაგირო გზის დანიშნულება ქალაქის ცენტრიდან გაბაშვილის პარკის მიმართულებით მგზავრების გადაყვანაა. რომლითაც, პარკის დამსვენებლების გარდა, ყველაზე ხშირად გორას უბნის მცხოვრებლებიც სარგებლობენ.


ამავე თემაზე:

საბაგირო ქუთაისში – იაფი და არამომგებიანი ტრანსპორტი (ვიდეო)
Print