ახალი ამბები
სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში 38 გრადუს სიცხეს პროგნოზირებენ
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ჰაერი 38 გრადუსამდე გათბება. სინოპტიკოსების ვარაუდით, კოლხეთის დაბლობზე ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად, მოსალოდნელია აღმოსავლეთის ძლიერი ქარი 15-20მ/წმ-ში.

"უნალექო ამინდებია მოსალოდნელი დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში. 15 სექტემბერს მოსალოდნელია 38 გრადისი სიცხე, ხოლო 16-17 სექტემბერს ჰაერი 35 გრადუსამდე გათბება" - განმარტავენ გარემო ეროვნულ სააგენტოში.

სინოპტიკოსების ცნობით, დასავლეთ საქართველოში წვიმა უახლოეს ერთი კვირაში მოსალოდნელი არ არის.
Print