ახალი ამბები
ქუთაისის სკოლებში ახალი სასწავლო წლის დაწყება ღონისძიებებით აღნიშნეს
FaceBook
15 სექტემბერს საქართველოში, მათ შორის ქუთაისში, 2017-2018 წლის სასწავლო წელი დაიწყო. 

ექვსი წლის ბარბარე სინტურაშვილი პირველკლასელია. ის ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის პირველ საჯარო სკოლაში ისწავლის. ის ამბობს, რომ სკოლაში შესვლა ძალიან უხარია და პირობას დებს რომ აუცილებალდ კარგად ისწავლის. 

"ძალიან დიდი ხანი ველოდი და ძალიან მიხარია სკოლაში შესვლა", - ამბობს ბარბარე სინტურაშვილი. 



ქუთაისის პირველმა საჯარო სკოლამ პირველკლასელები 187-ჯერ მიიღო. წელს სკოლაში 176 პირველკლასელს უმასპინძლა.



მოსწავლეებისა და მშობლების წინაშე, სიტყვით პირველი საჯარო სკოლის დირექტორი, სალომე სარალიძე, ქუთაისის ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი და იმერეთის ვიცე-გუბერნატორის იოსებ ხახალეიშვილი გამოვიდნენ, რომლებმაც შეკრებილებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. 
Print