ახალი ამბები
ქუთაისში ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა - დაზიანებულია ავტომობილი
FaceBook
ქუთაისში ძლიერი ქარს ორი ინციდენტი მოჰყვა.
ქარმა ბუხაიძის ქუჩაზე ხე წააიქცა, რომელიც მოქალაქის კუთვნილ ავტომობილს დაეცა.
"ბინასთან მდგომი ავტომობილი დაზიანდა, თუმცა საბედნიეროდ, რაც მთავარია ამ ფაქტს მსხვერპლი არ მოჰყოლია,"- ამბობენ ბუხაიძის ქუჩაზე მცხოვრებლები.
ქარის შედეგად, ასევე ქუთაისის ცენტრალურ ბაღში ასწლოვანი ხე წაიქცა.
როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ამბობენ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ქუთაისში ძლიერი ქარი დღის ორი საათიდან სამ საათამდე დაფიქსირდა.
ქუთაისიპოსტი

Print