ახალი ამბები
"სასწრაფოდ სიები" - "ოცნების" კანდიდატს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ
FaceBook
"სასწრაფოდ სიები, რომ დროული რეაგირება გავაკეთოთ",  -  ასე  მიმართვს ამომრჩეველს "ქართული ოცნების" ნიკეას ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კახა ბოჭორიშვილი. ამომრჩეველი  კანდიდატს დასაქმების პრობლემაზე ესაუბრება, რა ის სიების მიწოდებაზე ეუბნება "სასწრაფოდ სიები, რომ დროული რეაგირება გავაკეთოთ". კახა ბოჭორიშვილისა და ამომრჩევლის შეხვედრის ამსახველი ვიდეოს ეს მონაკვეთი სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" ქალაქმუზეუმის ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნიკა ნარსიამ გაავრცელა.



რა სიებზე იყოს საუბარი ან რისთვის მოსთხოვა სიები კანდიდატმა ამის გასარკვევად კახა ბოჭორიშვილს დავუკავშირდით, თუმცა, ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. "ქართული ოცნების" ქუთაისის სარჩევნო შტაბში განმარტავენ, რომ ამ საკითხზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე სუბიექტის მიერ ამომრჩევლის დაინტერესება ფულადი სახსრებით, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირება, ამომრჩევლის მოსყიდვად ითვლება.
Print