ახალი ამბები
სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდული ფესტივალი ქუთაისში
FaceBook

ქუთაისში სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდული ფესტივალი ჩატარდა. ღონისძიება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო სსიპ "ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის" პროექტის ფარგლებში დაფინანსდა.


ფესტივალის ფარგლებში გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, სადაც ეკოლოგიურად სუფთა ხის პროდუქცია, ტრადიციულ მოტივებზე შექმნილი ნივთები, ხელნაკეთი მისალოცი ბარათები, ნატურალური და ლაბორატორიულად შემოწმებული საკვები და სხვადასხვა ნაკეთობები გამოიტანეს.


"ფესტივალზე წარმოდგენილია 18 სოციალური საწარმოს სხვადასხვა დასახელების პროდუქცია. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს 5 ქალაქში დასაქმდება 25 ახალგაზრდა. მათთან ერთად გვყავს მოხალისეებიც, რომლებიც თავიანთი სურვილით გვეხმარებიან. სოციალური საწარმოები ბიზნეს პრინციპით მოქმედი ორგანიზაციები არიან. ყოველ მათგანს განსხვავებული სოციალური მისია აქვთ," - განაცხადა სოციალურ საწარმოთა ალიანსის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ხუციშვილმა.

სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდული ფესტივალი თბილისსა და სიღნაღში უკვე ჩატარდა. მომდევნო ღონისძიება ფოთში გაიმართება, ხოლო ფესტივალი 17 სექტემბერს, ბათუმში დაიხურება.


ბაქარ ლიკლიკაძე

 

Print