ახალი ამბები
ქუთაისის მერია 10 000 ლარის სარეკლამო ბანერებს დაამზადებს
FaceBook
ქუთაისის მერია რაგბის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით სარეკლამო ბანარებს დაამზადებს. თვითმმართველობამ სარეკლამო ბანერების დასამზადებლად საჭიერო თანხების გამოყოფის გადაწყვეტიულება 27 მაისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიიღო. ბიუჯეტში შესული ცვლილების თანახმად, ბანერებისთვის 10 000 ლარი გამოიყო. ქუთაისის მერის მოადგილის, კოტე ქავთარაძის განმარტებით, სარეკლამო ბანარების დასამზადებლად მერია ელექტრონულ ტენდერს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.
2017 წლის 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს. თამაშები ორ ქალაქში, თბილისსა და ქუთაისში გაიმართება. ივნისში ანალოგიურ ტურნირს წელს იტალია უმასპინძლებს.

თეკლე მორგოშია
Print