ახალი ამბები
16 სექტემბერს ქუთაისში 429 დევნილი ოჯახი ბინას მიიღებს
FaceBook
მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, ქუთაისში 429 დევნილ ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცემათ. ჯამში საუბარია, 1 500 დევნილზე. დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების განაწილება რამდენიმე დღის წინ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში კენჭისყრის საფუძველზე მოხდა. კორპუსებისა და სართულების მიხედვით ბინების განაწილების პროცესს დევნილთა მინისტრი, სოზარ სუბარი ესწრებოდა.


უწყების ინფორმაციით, ქუთაისსა და წყალტუბოში დევნილებისთვის ახალი კორპუსების მშენებლობა უკვე დაწყებულია და 2018 წელს ბინას კიდევ 700-მდე ოჯახი მიიღებს.


ამავე თემაზე:


18 ოჯახი ნგრევად ობიექტში - რა პირობებში ცხოვრობენ დევნილები (ფოტო)

"გვენგრევა თავზე საცხოვრებელი" - წყალტუბოში ავარიულ შენობაში მცხოვრები დევნილები შენობას ექსპერტიზას ჩაუტარებენ


ქუთაისში 429 დევნილ ოჯახს ბინები გაუნაწილეს
Print
თეგები: #დევნილები