ახალი ამბები
ავარია წყალტუბოს გზაზე - დაშავებულია 7 ადამიანი
FaceBook
ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავარია მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევა რესტორან "გრანდ პალასის" მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, შეჯახების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.  5 დაშავებულს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, ხოლო ორის ჰოსპიტალიზაცია გადა საჭირო. ისინი ინტერვენციული მედიცინის ცენტრში არიან გადაყვანილნი. ორივეს მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ერთს თავის ზედაპირული ტრავმა, ხოლო მეორეს საშუალო სიმძიმის მუცლის ტრავმა აღენიშნება.

ქუთაისი-წყალტუბოს მონაკვეთზე გზა გადაკეტილია, ადგილზე მობილიზებულა საპატრულო პოლიცია. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქმეზე გამოძიება 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, – -ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე .

Print