ახალი ამბები
"ტორპედო" საქართველოს თასის ნახევარ ფინალშია
FaceBook
საქართველოს "დავით ყიფიანის" სახელობის თასის მეოთხედ ფინალში თბილისს "შევარდენმა" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა.
მატჩი სტუმრების ცოტაოდენი უპირატესობით მიდიოდა, რამაც პირველ ტაიმში შედეგიც გამოიღო. ლევან კუტალიას გოლით ქუთაისის "ტორპედომ" მატჩის პირველი ტაიმი მოიგო. მეორე ტაიმში თბილისური კლუბი გამოცოცხლდა და ანგარიშის გათანაბრებაც შეძლო.

თამაშის მიწურულს სტუმრები ისევ გააქტიურდნენ, რასაც ბექა ტუღუშის შორეული და ძლიერი გოლი მოჰყვა. მეორე გოლამდე და გოლის შემდეგაც "ტორპედოს" რამოდენიმე შანსი ჰქონდა ანგარიშის გასაზრდელად, თუმცა თამაში ბოლომდე აღარაფერი შეცვლილა.

საბოლოოდ, მატჩი "ტორპედომ" 2:1 მოიგო.

ბაქარ ლიკლიკაძე
Print