ახალი ამბები
ქუთაისში ოთარ მამფორიას ძეგლს თითბერში ამოავლებენ
FaceBook
ქუთაისში,  ოთარ მამფრიას ძეგლის თითბერში ამოსავლებად 7 ათას ლარამდე დაიხარჯება.
აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, ქუთაისის მერიამ 6.308 ლარის ღირებულების  ტენდერი (170011349) მიმდინარე წლის 11 სექტემბერს გამოაცხადა. სადაც წინადადების მიღება 17 სექტმებრს დაიწყება და ორ დღეში დასრულდება.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ოთარ მამფორიას ძეგლის თითბერში ამოვლება საჭირო იმიტომ გახდა, რომ ძეგლი იშლებოდა.

"თაბაშირისაა ძეგლი და რომ არ დაიშალოს, ამიტომაც კეთდება ეს სამუშაოები," -  განმარტავენ ქუთაისის მერიის პრესსამსახურში. 

ადგილობრივ თვითმმართველობაში  განმარტავენ,  რომ სკვერში განთავსებული დანარჩენი ორი ძეგლი თითბერისაა და მათი დაშლის საფრთხე არ არსებობს.

ქუთაისში სამი კოლორიტული პიროვნების, ოთარ მამფორიას, ოთარ ქორქიას და ოთარ სულაბერიძეს ძეგლები წერეთლის ქუჩაზე არსებულ სკვერშია განთავსებული.



Print