ახალი ამბები
"ტორპედოს" 19 წლამდელებმა ოქროს ლიგის საგზური მოიპოვეს
FaceBook
ქუთაისის "ტორპედოს" 19 წლამდელები დასავლეთ ლიგის მეორე ადგილოსნები გახდნენ და ოქროს ლიგის საგზური მოიპოვეს. ოქროს ლიგაში დასავლეთისა და აღმოსავლეთის 4-4 საუკეთესო გუნდი მოხვდა.

ქუთაისელებს პირველი თამაში "ცხინვალთან" ჰქონდათ, რომელიც აღმოსავლეთ ლიგის ჩემპიონი გახდა. აღნიშნული თამაში ქუთაისელებმა ანგარიშით 2:1 მოიგეს.
შემდეგი თამაში "ტორპედოს" 14 სექტემბერს თბილისის "დინამოსთან" აქვს, რომელიც ქუთაისის "ტორპედოს" საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება.

ბაქარ ლიკლიკაძე
Print