ახალი ამბები
12 სექტემბერს იმერეთის მუნიციპალიტეტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
FaceBook
სს ენერგო-პრო ჯორჯიას ელექტროგამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება:

ქუთაიში : 12 სექტემბერს 06:00-იდან 09:00 საათამდე და 15:00-და 17:00 საათამდე - 5279 აბონენტს ნიკეას ქუჩაზე. 06:00-იდან 09:00 საათამდე - 1630 აბონენტს ასათიანის, ი. ჭავჭავაძის, ნინოშვილის, სოხუმის და მიმდებარე ქუჩებზე. 06:00-იდან 09:00 საათამდე - 220 აბონენტს გუგუნავას, ჭავჭავაძის, ასათიანის, თოფურიას ქუჩებზე. 13:00-იდან 15:00 საათამდე - 1148 აბონენტს ლეონიძის, გრ. აბაშიძის, ახალგაზრდობის, რაზმაძის, დეპოს და მიმდებარე ქუჩებზე. 13:00-იდან 15:00 საათამდე - 1098 აბონენტს ბალანჩივაძის, ბაგრატიონის, გოგოლის, ჩოდრიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

წყალტუბო:
12 სექტემბერს 13:00-იდან 16:00 საათამდე - 306 აბონენტს ვარციხჰესის დასახლებაში. 13:00-იდან 16:00 საათამდე - 1722 აბონენტს სოფლებში გეგუთი, ზედა მესხეთი, უკანეთი. 13:00-იდან 16:00 საათამდე - 656 აბონენტს პატრიკეთში და ოფშკვითში.

სამტრედია: 12 სექტემბერს 07:00-იდან 12:00 საათამდე - 3729 აბონენტს სოფლებში საჯავახო, გორმაღალი, ოფეთი, დაფნარი და მიმდებარე სოფლები. 11:00-იდან 11:15 საათამდე და 17:45 საათიდან 18:00 საათამდე - 1530 აბონენტს სოფლებში გამოჩინებული, ნოღა, ტოლები, საჯავახო და მიმდებარე სოფლებში. 11:00-იდან 18:00 საათამდე - 281 აბონენტს სოფელ გორმაღალში და ზემო ნოღაში.

ბაღდათი: 12 სექტემბერს 11:00-იდან 11:15 საათამდე და 16:45 საათიდან 17:00 საათამდე - 1415 აბონენტს ქ. ბაღდათში რუსთაველის, წერეთლის, კოსტავას, თოდაძის და მიმდებარე ქუჩებზე. 11:00-იდან 17:00 საათამდე - 309 აბონენტს თამარ მეფის, ჯავახიშვილის, შანიძის, ბაგრატიონის და მიმდებარე ქუჩებზე. 10:00-იდან 17:00 საათამდე - 691 აბონენტს დიმში და პირველ ობჩაში.

ვანი: 12 სექტემბერს 15:00-იდან 15:15 საათამდე და 16:45-დან 17:00 საათამდე - 1304 აბონენტს სოფლებში ძულუხი, დიხაშხო, სულორი. 15:00-იდან 17:00 საათამდე - 84 აბონენტს სულორში.

ხონი: 12 სექტემბერს 10:30 საათიდან 18:00 საათამდე - 105 აბონენტს სოფელ დედალაურში.

ჭიათურა: 12 სექტემბერს 14:10 საათიდან 18:10 საათამდე - 660 აბონენტს სოფლებში რგანი, ხრეითი, ნავარძეთი.

საჩხერე:
12 სექტემბერს 13:00 საათიდან 15:00 საათამდე - 1 აბონენტს სოფელ სხვიტორში.

ტყიბული: 12 სექტემბერს 12:00-იდან 18:30 საათამდე - 1132 აბონენტს სოფლებში მუხურა, რცხილათი.
Print