ახალი ამბები
იმერული სამზარეულო ქუთაისის ტურიზმის ცენტრის მიერ მომზადებულ ბუკლეტზე
FaceBook
ქუთაისის ტურიზმის ცენტრის მიერ გამზადებული ერთ-ერთი ტურისტული ბუკლეტის ელექტრონულ ვერსიაზე იმერული სუფრა არის წარმოდგენილი.

ბუკლეტი ტურისტებს ასევე აცნობს თითოეულ კერძს ცალ-ცალკე და იძლევა ინფორმაციას მათზე. აღნიშნული ბუკლეტის დიზაინი ქუთაისის ტურისტულ ცენტრში შეიმუშავეს.

ქუთაისის ტურისტული ცენტრის დირექტორი ტატო ლილუაშვილი განმარტავს, ამ ბუკლეტის გარდა დაიბეჭდება კიდევ რამოდენიმე, სადაც იმერეთის კულტურულ და ბუნებრივ ძეგლებზე იქნება ინფორმაცია ტურისტებისთვის, ასევე გამზადდება რუკებიც.

ლილუაშვილის თქმით,  მომავალ წელს ამ ბუკლეტების წარდგენას საერთაშორისო გამოფენებში გეგმავენ.

"გვქონდა ძველი ბუკლეტები, მაგრამ ახლა რადგან გვქონდა ვარიანტები ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ეს გაგვეკეთებინა. რაც შეეხება, რაოდენობას გააჩნია რამდენ  გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას. თითო გამოფენაში ალბათ 200 ცალი ბუკლეტი იქნება საჭირო", - ამბობს ტატო ლილუაშვილი.   

ტურიზმის ცენტრში აღნიშნავენ, რომ ზოგადად ქართული სამზარეულო არამატერიალური კულტურლი ძეგლია და ამიტომაც დაეთმო ცალკე ბუკლეტი იმ მნიშვნელოვან მემკვიდრეობას, რასაც იმერული სუფრა ქვია.

Print