ახალი ამბები
საჯარო სკოლები ქუთაისში, რომლებსაც მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
FaceBook

მიმდინარე წელს, ქუთაისის 26 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება.  აქედან, ხუთ საჯარო სკოლას სრული, ხოლო დანარჩენს ნაწილობრივ რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.


#13;  #5;  #36;  #31 და  #33 - ეს ის საჯარო სკოლებია ქუთაისში,  რომლებსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. კერძოდ,
ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვა, მოვლა-პატრონობის სისტემის შემუშავება და დანერგვა. სკოლების რეაბილიტაციისთვის თანხის გამოყოფა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ მოხდება.

ხოლო, რაც შეეხება, დანარჩენ 21 საჯარო სკოლის შენობას #35-ე, #6-ე, #2-ე, #40-ე, #12-ე, #13-ე, #14-ე, #15-ე, #22-ე, #26-ე, #32-ე, #23-ე, #5-ე, #8-ე, #24-ე, #33-ე, #34-ე, #37-ე, #11-ე, #9-ე, ასევე, უკვე, მზად არის სსიპ-ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა სატენდერო პროექტი.
მათი ნაწილობრივი რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 1,501,821.67 ლარია განსაზღვრული. სამინისტროში განმარტავენ, რომ ნაწილობრივი რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდება, მაგალითად, #23-ე და # 32-ე საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობა.

ნაწილობრივ სარეაბილიტაციო სკოლების მოწესრიგება უკვე დაწყებულია 13 საჯარო სკოლაში (#2, #12, #13, #15, #35, #22, #26, #23, #5, #8, #6) . 

"სასწავლო პროცესი განახლდება წესის მიხედვით, ისე არის დაგეგმილი სამუშაობი, რომ სასწავლო პროცესს ხელი არ შეეშლება", - განმარტავს განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი, თამუნა მინდიაშვილი.

მისი თქმით, ქუთაისში სარეაბილიტაცია თუ სარეკონსტრუქციო სამუშაობისთვის სკოლების შერჩევა, ადგილზე სკოლებში არსებული მდგომარების შესწავლის შედეგად მოხდა.

 



 

Print