ახალი ამბები
ქუთაისიპოსტის დაინტერესების შემდეგ წყალტუბოში სამშენებლო ნარჩენებზე ატრაქციონებს აღარ დაამონტაჟებენ
FaceBook
წყალტუბოს ცენტრალურ პარკში სამშენებლო ნარჩენებზე საბავშვო ატარქციონებს აღარ დაამონატაჟებენ. ეს გადაწყვეტილება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც საკითხით ქუთაისიპოსტი დაინტერესდა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ ტერიტორიიდან სამშენებლო მასალები 10 სექტემბერს გაიტანეს.

"უკვე გატანილია ნარჩენები პარკის ტერიტორიიდან," - ამბობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ლევან ჩაკვეტაძე.

ცენტრალურ პარკში სამშენებლო ნარჩენები შპს "ორბიტამ" მიმდინარე წლის ივლისში წყალტუბოს გამგეობიდან მიღებული ნებართვის შემდეგ შეიტანა. კომპანიამ უკვე დაამონტაჟა 2 საბავშვო ატრაქციონი სამშენებლო ნარჩენებზე.

გამგეობაში საკითხთან დაკავშირებით ჩვენთან საუბარში თავდაპირველად განმარტეს, რომ ეს მიღებული პრაქტიკაა და კურორტის უნიკალური წყლის დაბინძურების საფრთხე პარკში ნარჩენების შეტანის შემდეგ გამორიცხული იყო. თუმცა, მოგვიანებით გვითხრეს, რომ ტერიტორიდან სამშენებლო ნარჩენებს გაიტანდნენ.

აღნიშნული ფაქტი, ადგილობრივებისა და ინჟინრების კრიტიკის საგანი გახდა, რადგან მათი თქმით, წყალტუბოს პარკში, როგორც პირველ სანიტარულ ზონაში მსგავსი ქმედება კურორტს დააზარალებდა.


ამავე თემაზე:


სამშენებლო ნარჩენებზე აწყობილი ატრაქციონი წყალტუბოში


Print