ახალი ამბები
ქუთაისის მერია "ტორპედოს" 273 ათას ლარს აძლევს
FaceBook
ქუთაისის მერია საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ადგილობრივი ბიუჯეტიდან 273 ათას ლარს გადაურიცხავს. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს გამართულ საკრებულოს რიგით მეათე სხდომაზე მიიღეს.
ქუთაისის მერის მოადგილის, კოტე ქავთარაძის განმარტებით, მერია მიმდინარე წელს პირველად ურიცხავს "ტორპედოს" ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხას.
"აქამდე რაც გადავრიცხეთ ეს იყო "ვისოლის" დარჩენილი თანხა", - განმარტა ქავთარაძემ.
დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტში 375 ათასი ლარის ცვლილება შევიდა.
თეკლე მორგოშია
Print