ახალი ამბები
ქუთაისის პოლიკლინიკაში ექიმს კაბინეტში ფული მოპარეს
FaceBook
ქუთაისში, ნაზარიშვილის სახელობის კლინიკაში, ენდოკრინოლოგ მანანა კობულაშვილს 500 ლარის ოდენობით თანხა მოპარეს.

დაზარალებულის თქით, მიმდინარე წლის 4 სექტემბერს, მძარცველმა მის კაბინეტში დატოვებული ხელჩანთიდან საბანკო ბარათი მოიპარა და თანხა მოხსნა.

"სამწუხაროდ, ბარათზე მეწერა კოდი, ამიტომ მძარცველს გაუადვილდა თანხის განაღდება," - ამბობს ჩვენთან საუბარში მანანა ქობულაშვილი.

მისივე თქმით, მძარცველი პილიციის თანამშრომლებმა, ქურდობიდან რამდენიმე საათში დააკავეს, თუმცა, მალევე გაათავისუფლეს.

"როგორც ვიცი, სამი შვილის მამაა და ქურდობის პირველი შემთხვევაა მისთვის, ამიტომ გაათავისუფლეს ალბათ. ეს ყველაფერი მესმის, მაგრამ ჩემი კუთვნილი თანხის დაბრუნება მსურს," - ამბობს დაზარალებული.

რა ეტაპზეა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება და დაუბრუნდება თუ არა კუთვნილი თანხა დაზარალებულს, ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინიტროს დავუკავშირდით. უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნულზე ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწოდებენ.


Print