ახალი ამბები
საჩხერის "ჩიხურა" და ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს თასის ნახევარ ფინალისთვის იბრძოლებენ
FaceBook
საქართველოს დავიდ ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედ ფინალში ორი იმერული კლუბი, ქუთაისის "ტორპედო" და საჩხერის "ჩიხურა", გავიდა.
ქუთაისური კლუბი მიხეილ მესხის სტადიონზე თბილისურ "შევარდენს" დაუპირისპირდება. რაც შეეხება, "ჩიხურას", ის საკუთარ მოედანზე გორის "დილას" უმასპინძლებს.

როგორც ამ დროისთვის არის ცნობილი ორივე იმერული კლუბი სრული შემადგენლობით ემზადება აღნიშნული მატჩებისთვის.
"შევარდენისა" და "ტორპედოს" თამაში 12 სექტემბერს 20:00 საათზე გაიმართება. ხოლო "ჩიხურასა" და "დილას" მატჩი 13 სექტემბერს 16:00 საათზე დაიწყება.

ბაქარ ლიკლიკაძე
Print