ახალი ამბები
კაცხის სვეტთან ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება
FaceBook
ჭიათური მუნიციპალილტეტში, კაცხის სვეტთან კელიებისა და მომსახურების შენობის მშენებლობა იგეგმება.

პროექტი  ბერების კელიების, მომლოცველთა სახლისა და მომსახურების ობიექტის  მშენებლობას ითვალისწინებს



პროექტის მიხედვით ბერების საცხოვრებელში  ასევე წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემები მოეწყობა.

აღნიშნული სამუშაოებზე, რეგიონული განვითარების სამინისტრომ 1 539 592 ღირებულების ტენდერი (170000057) მიმდინარე წლის 1 სექტემბერს გამოაცხადა, სადაც წინადადების მიღება 28 სექტემბერს დაიწყება და 2 ოქტომბერს  დასრულდება

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მშენებლობის დასრულების ვადა, სამუშაოების დაწყებიდან 13 თვეა.

რეგიონული განვითარების სამინისტროს ცნობით, პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება.

კაცხში მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარი მდებარეობს.
Print