ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება
FaceBook

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურა მომდევნო კვირაშიც შენარჩუნდება.

სინოპტიკოსების ცნობით, 10-11 სექტემბერს, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 33 გრადუსამდე გათბება, ხოლო მომდევნო დღეებში ტემპერატურა უფრო მოიმატებს.

"13-15 სექტემბერს ვვარაუდობთ ტემპერატურის მატებას. მოსალოდნელია აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, შესაძლოა ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ-ში", - ამბობს გარემოს ეროვული საგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

სინოპტიკოსების ცნობით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა 14 სექტემბრამდე შენარჩუნდება.


 

Print