ახალი ამბები
იმერულ დერბიში "ტორპედოს" "ჩიხურამ" მოუგო
FaceBook
ეროვნული ლიგის 25-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა  8 სექტემბერს,  ქუთაისში "რამაზ შენგელიას" სახელობის სტადიონზე გაიმართა. ქუთაისის "ტორპედომ" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა.
თამაშის პირველი ნახევარი თანაბარი გამოდგა, ორივე კლუბი თანაბრად ქმნიდა სახიფათო მომენტებს. მეორე ტაიმში "ჩიხურა" გააქტიურდა და ქუთაისელებს ორი უპასუხო გოლიც გაუტანა. ანგარიში საჩხერლებმა 55-ე წუთზე გახსნეს და საბოლოო ანგარიში ტაბლოზე 75-ე წუთზე დააფიქსირეს.

ამ თამაშის მოგებით "ჩიხურა" "ლოკომოტივს" წამოეწია, ხოლო "ტორპედომ" ლიდერ "დინამოსთან" ანგარიშის შემცირების შანსი დაკარგა. ორივე იმერული კლუბი თავიანთ პოზიციას ინარჩუნებს.


ბაქარ ლიკლიკაძე
Print