ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში ლიფტის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლიფტის დამონტაჟების სამუშაობი მიმდინარეობს. სასწავლებლის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ლიფტის უჯრედის  ჩაშენება სასწავლებლის მეორე კორპუსში მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო. ამ დროისთვის მშენებლობის ადგილზე დამონტაჟებულია რკინის კონსტრუქცია, რომელიც შენობის ხუთივე სართულს მოიცავს.



"მშენებლობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა რაც გაკეთდა კმაყოფილები ვართ",  - ამბობს წერეთლის უნივერსიტეტის მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, მერაბ საღინაძე.

მისი თქმით, ლიფტების მონტაჟის დასრულება სასწავლო წლის დაწყებისთვის ვერ მოესწრება, თუმცა, გეგმის მიხედვით, ის სექტემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.

წერეთლის უნივერსიტეტმა ლიფტის დამონტაჟებისთვის 75 000 ლარიანი ტენდერი მიმდინარე წლის ივნისში გამოაცხადა. ვაჭრობაში მონაწილება მხოლოდ ერთმა კომპანიამ  შპს "სმარტ ლიფტმა"- მიიღო.  სასწავლებელში ლიფტის დამონაჟებისთვის ის წერეთლის უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 71 019 ლარს მიიღებს.

ამავე თემაზე:

წერეთლის უნივერსიტეტში ლიფტის დამონტაჟება იგეგმება
Print