ახალი ამბები
8 სექტემბერს ქუთაისში 35 855 აბონენტს წყლის მიწოდება შეეზღუდება
FaceBook

ქუთაისში, წმინდა ლუკას ქუჩაზე მომხდარი დაზიანების გამო მიმდინარე წლის 8 სექტემბერს 35 855 აბონენტს წყალმომარაგება ეტაპობრივად შეუწყდება.


საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვისცენტრში განმარტავენ, წყლის მოწოდების შეზღუდვის მიზეზი ერთ-ერთ ქუჩაზე წყლის მილის დაზიანებაა, რომლითაც სხვადასხვა ქუჩებზე ხდებოდა წყლის განაწილება. სერვსცენტრში განგვიმარტეს, რომ ამ დროისთვის მიმდინარებს დაზიანების აღმოფხვრის სამუშაობი.

14 980 აბონენტს 08:00 საათიდან 13:00 საათამდე სულხან საბას, თაბუკაშვილის, ნიკეას, ხუნდაძის, მაისურაძის, დადიანის, გუგუნავას, ლომოურის, ოცხელის, გამსახურდიას, ზაქარიაძის, თოფურიას, შევჩენკოს, ავტომშენებლის, ზ.ჭავჭავაძის, ი. აბაშიძის , 9 აპრილის, ბუკიას, შარვაშიძის, ჩხობაძის, ბელინსკის, მუსხელიშვილის, ლეჟსვა სააკაძის, ლუქსემბურგის, კოსტავას, ვოლგოგრადის, კიკნაძის, დადიანის ტოლსტოის ხარებავას, კიევი, მესხი, ფურცელაძე, ბელიაშვილი, გუნიას, მაჩაბელის, თავლჭრელიძის და ორბელიანის ქუჩებს წყალმომარაგება შეუწყდებათ. მათ წყლის მიწოდება 9 სექტემბრიდან აღუდგებათ.

ასევე, 10 299 აბონენტს 09:00 საათიდან 12:00 საათამდე წყალმომარაგება უკვე შეუწყდათ რუსთაველის, მესხის, მარჯანიშვილის, ნამგალაძეს, მჭედლიძეს, ერისთავის, ფიროსმანის,ამაშუკელის, ანჯაფარიძეს, ქანთარიას, ნაფეტვარიძე, ჩეხოვის, ჯანელიძეს, მესხიშვილის, ფარნავაზ მეფე, ნინოშვილის, გვანცელაძეს, სინაური, დავითაშვილის, მგალობლიშვილი, ლადო ასათიანის,ზესტაფონის, რობაქიძის, ინგოროყვას, გიორგი ბრწყინვალეს, ჩხეიძე ვეტერანების შავგულიძისნუცუბიძეს, საიათნოვას, კაკაბაძე, იმედაძეს, გამარჯვება, ჭუმბურიძეს, სოხუმის, შმიდტის, შარტავას, ფხაკაძეს, თავისუფლებას მელიქიშვილის, დია ჩიანელის ი. ჭავჭავაძეს დასაწყისი ნინოშვილის გადაკვეთამდე დავით აღმაშენებელი, გამსახურდია, ბესიკის, ბოჭორიშვილი, გველესიანის ქუჩების აბონენტებს.

19:00 საათამდე არ ექნებათ იმ აბონენტებს წყალი, რომლებსაც წყალმომარაგება, 24 საათიან რეჟიმში ქონდათ. ესენია: ჟიტომირის, ღვინიანიძის, რუსთავის, ვანის, კოლხეთის, ბაღდათის, ხონის, ოჩამჩირეს, საჩხერე, კუხიანიძის, გაგრას, ქორქიას, ლებანიძეს, დედაენის, ლუკას, ჭიაურელის, კალანდაძეს, მაჭავარიანის ქუჩა.

 

Print