ახალი ამბები
ქუთაისში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღისთვის ალაფურშეტი მოეწყობა
FaceBook
ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ალაფურშეტის მოწყობისთვის ქუთაისის მერიამ 960 ლარის ღირებულების ტენდერი (170012126) გამოაცხადა.
ალაფურშეტი წითელი ჯვრის ქუთაისის ადგილობრივი ორგანიზაციის ხანდაზმულთა მოსახურების სოციალურ ცენტრში ( ნ. დუმბაძის ქ. N61) მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს უნდა მოეწყოს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მენიუში მითითებული სასმელები შესაბამის ტემპერატურაზე გაგრილებული, ასევე საკვები ახლად მომზადებული და ლამაზად პრეზენტირებული უნდა იყოს.

ღონისძიების სუფრის მენიუში: იმერული ხაჭაპური, პიცა, ნამცხვრები, ტორტი, ხილი და შუშხუნა ღვინო შედის.

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მთელს მსოფლიოში 1 ოქტომერს აღინიშნება.

ამ დღეს საფუძველი 1990 წელს ჩაეყარა გაეროს მსოფლიო ასამბლეამ 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

აღსანიშნავია, რომ მეცნიერების მიერ დადგენილია 10 ფაქტი სიბერისა და სიცოცხლის ციკლის შესახებ. ხანგრძლივი სიცოცხლე კარგი ჯანმრთელობის მაჩვენებელია. მოსახლეობის დაბერება კი, მთელ მსოფლიოში, ჯანმრთელობის გაუმჯობესების მანიშნებელია.

გაეროს მონაცემებით, მსოფლიოში ამ დროისთვის აღირიცხება 650 მლნ ხანდაზმული ანუ, 60 წელს გადაცილებული ადამიანი.

მეცნიერების ვარაუდით კი, 2050 წლისათვის ხანდაზმულთა რაოდენობა 2 მლრდ-ს მიაღწევს.



Print