ახალი ამბები
ავტოავარიას ხარაგაულში ორი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა
FaceBook
ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც

გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
Print