ახალი ამბები
ბურჭულაძემ ქუთაისში თვითმმართველობის წევრებს ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობისკენ მოუწოდა
FaceBook
პაატა ბურჭულაძემ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის მშენებლობაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
ბურჭულაძემ იმერეთის მხარისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგელებს ივერიის ღვთისმშობლის ხატის მნიშვნლეობა და სიძლიერე გააცნო.
ბურჭულაძემ ასევე, აღნიშნა, რომ მახათას მთაზე დაწყებული ტაძრის მშენებლობაში მონაწილილოების მიღება დავალება არ არის.
"ეს არის უბრალოდ ინფორმაციის მიწოდება თუ როგორ ხდება მონაწილეობის მიღება ამ უდიდეს საქმეში. მე არ მინდა, რომ თვითმმართველობის წარმომადგენლებს ვინმემ დაგაბრალოთ რომ თითქოს ხალხს აძალებთ სიკეთის კეთებას. მსურველს სიმბოლურად თვეში 1 ლარის გადარიცხვა შეუძლია", - განმარტა შეხვედარზე ბურჭულაძემ.
მისი თქით, ამ დროისთვის 200 ათასიდან 300 ათას ლარამდე შედის. ბურჭულაძის თქმით, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობა 2017 წლისთვის უნდა დასრულდეს.
ტაძრის საძირკველი 2011 წელს იკურთხა, 2012 წელს კი,  საძირკველი გაიჭრა და მშენებლობა დაიწყო.
ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის თვალყურის დევნება მსურელს MAKATA.GE-ზე შეეძლება.
Print