ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტთან 4 მილიონზე მეტი ღირებულების სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
FaceBook

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტთან მისასვლელი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა იწყება.

სარკინიზო ხაზის, გადასასვლელების და ბაქნების მშნებლობისთვის "საქართველოს რკინიგზამ" 4 088 633 ლარის ღირებულების ტენდერი (NAT17001014) 2017 წლის 24 აგვისტოს გამოცხადა, სადაც განაცხადების მიღება 10 სექტემბერს დაიწყება და 5 დღეში დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ვაკისის, მაღალი და დაბალი სამგზავრო ბაქნების, სარკინიზო ხაზების შემოღობვის, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების მშნებელობა უნდა უზრუნველყო, სამუშაობის დაწყებამდე სამშენებლო ტერიტირია უნდა მოამზადოს, ხოლო პოექტის დასრულების შემდეგ, არსებული ნარჩენები ტერიტორიიდან უნდა გაიტანოს.

სარკინიზო ხაზი, რომელიც ამ დროისთვის არსებულ ლიანდაგს ქუთაისის აეროპორტთან დააკავშირებს, ხელშეკრულების დადებიდან 150 დღეში უნდა დასრულდეს.

ადგილზე მიმდინარე წლის მარტი-აპრილის თვეებში გეოდეზიური აზომვები ჩატარდა. საბოლოო პროექტის მიხედვით, ლიანდაგი დასაწყისიდან უხვევს მარჯვნივ, რის გამოც, გადაკვეთს ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზას, ამიტომ ლიანდაგი და მოსაცდელი ბაქნები განთავსდება ქუთაისის აეროპორტის მთავარი შენობის წინ მოედანზე. მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მოეწყობა სარკინიგზო გადასასვლელები. ავტოტრანსპორტის გადასვლის ადგილზე დაიგება რეზინის ფილები.


ასეთი იქმნება სარკინიგზო ხაზის დასრულებული პროექტი

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებული კომპანიისთვის სამუშაობის დასრულებიდან საგარიონტი ვადა 5 წელია.

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, რკინიგზის სადგურის პროექტის პრეზენტაციას მიმდინარე წლის 3 აპრილს მოეწყო. სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირკაშვილმა დაანაონსა, რომ დაახლოებით ერთ წელიწადში ქუთაისის აეროპორტის ტერიოტირიაზე სარკინიგზო ბაქანი ამოქმედდებოდა.

ამავე თემაზე:

"ვრთავთ ღილაკს" - ერთ წელიწადში ქუთაისის აეროპორტში სარკინიგზო ბაქანი ამოქმედდება
Print