ახალი ამბები
ამერიკაში დაკავებული ავთანდილ ხურციძის დედა 8 სექტემბერს შვილის გათავისუფლებას ელოდება
FaceBook
ამერიკაში დაკავებული სპორტსმენის ავთანდილ ხურციძის დედა 8 სექტემბერს შვილის გათავისუფლებას ელოდება.
მაყვალა ხურციძე  შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და ამბობს, რომ ის განზრახ დააკავეს. ამის მიზეზად კი იმ სპორტსმენთან დაპირისპირებას ასახელებს, რომელთანაც ორთაბრძოლა ამერიკში მიმდინარე წლის  ივლისის თვეში უნდა გამართულიყო.

"როცა წინა ორთაბრძოლაში ჩემპიონის ქამარი ავთომ მოიპოვა, მისმა მოწინააღმდეგემ უთხრა, დაბრუნდი შენს ქუთაისშიო. ის მილიონერია და დააჭერინა, რომ მომდევნო ორთაბრძოლა არ გამართულიყო, ალბათ, არ იყო ფორმაში. ჩემი შვილი დარწმუნებულია, რომ უდანაშაულოა და ხვალ გაათავისუფლებენ", - ამბობს  ჩვენთან საუბარში ნათელა ხურციძე. მისივე ინფორმაციით,სასამართლო პროცესი საქართველოს დროით ღამის 12 საათზე გაიმართება.

ქუთაისელი მოკრივე ავთანდილ ხურციძე იგივე "ჩაქუჩა" მიმდინარე წლის ივნისში დააკავეს.
სპორტსმენის ოჯახის ინფორმაციით, მის შვილს ამერიკის საელჩოდან დაურეკეს, უთხრეს, რომ ამერიკის ვიზა მზად იყო და გამთენიისას გაფრინდა. მისი დაკავება ნიუ-იორკში მოხდა.

აშშ-ს იუსტიციის დეპარტემენტის მიერ 7 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ნიუ-იორკში დაკავებულ 15 ქართველს შორის, ავთანდილ ხურციძეს ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში დაედო.

დაკავებულებს ასევე ბრალად ედებათ თაღლითობა და ფულის გამოძალვა.

ქართველ მოკრივეს ავთანდილ ხურციძეს ნიუ-იორკის სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ქუთაისელმა მოკრივემ, ავთანდილ ხურციძემ, მიმდინარე წლის აპრილში ჭBO-ს დროებითი ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ავთანდილ ხურციძეს 2016 წელს აქვს მოპოვებული WBO -ს ინტერნაციონალური ქამარი.


ამავე თემაზე:

ავთანდილ ხურციძეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

"ვიზა ჩაურტყეს და გამთენიისას გაფრინდა" - ავთანდილ ხურციძის დედა

ავთანდილ ხურციძეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ამერიკაში დაკავებული ავთანდილ ხურციძის დედა - სამშობლო არ დავიწყებია და სამშობლო ივიწყებს?!
Print