ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტიდან ახალი ავიარეისი შესრულდება
FaceBook
ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალი ავიარეისი პოლონეთში, ქალაქ ვროცლავის მიმართულებით შესრულდება.

ამის შესახებ განცხადებას ავიაკომპანია "ვიზეარი" აკეთებს. მათივე ცნობით, რეისები ქუთაისი-ვროცლავის მიმართულებით 2018 წლის მარტიდან შესრულდება. თუმცა, ბილეთების შეძენა მგზავრებს კომპანიის ვებ-გვერდზე უკვე შეუძლიათ.

ამ დროისთის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიარეისებს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია "ვიზეარი" ბერლინის, მემინგემის, დორტმუნდის, ლონდონის, მილანის, თესალონიკის, ლარნაკას, სოფიას, ბუდაპეშტის, ვილნიუსის, ვარშავასა და კატოვიცეს მიმართულებით ხორციელდება.

"ვიზეარი" ქუთაისში 2012 წლიდან ოპერირებს.

Print