ახალი ამბები
ქუთაისი - წყალტუბოს საავტომობილო გზაზე ლაზერული განათებები დამონტაჟდება
FaceBook
წყალტუბო-ქუთასის საავტომობილო გზის განათებისთვის  წყალტუბოს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 000 ლარი უნდა დაიხარჯოს.

აღნიშნულის შესახებ "ქუთაისიპოსტს" წყალტუბოს გამგეობის კეთილმოწყობის ცენტრის უფროსმა მამუკა ქუთათელაძემ განუცხადა.

მისი თქმით, საავტომობილო გზაზე დაზიანებული გარენაგათება ლაზერული ნათების ახალი მოწყობილობებით ჩანაცვლდება.

მისივე ინფორმაციით, ლაზერული ნათების მონტაჟისთვის ტენდერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტი რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ თანამედროვე ტიპის ლაზერული ნათურები ეკონომიურია და მას გაცილებით დიდ ნათება ექნება.

წყალტუბო - ქუთაისის 8 კილომეტრიან გზაზე ლაზერული ნათება ყველა ბოძზე დამონტაჟდება.

Print