ახალი ამბები
იმერული დერბი ქუთაისში გაიმართება
FaceBook
ეროვნული ლიგის 25-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა, სადაც ქუთაისის "ტორპედო" საჩხერის "ჩიხურას" შეხვდება, ქუთაისის "რამაზ შენგელიას" სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ჩემპიონატში მეორე ადგილზე მყოფი "ტორპედო" მე-5-ე ადგილზე მყოფ საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლებს. გუნდები ერთმანეთს წელს ორჯერ შეხვდნენ, ორივე თამაში ქუთაისელებმა დამაჯერებლად მოიგეს.

ამ თამაშის მოგებით საჩხერლები მათ უშვალო კონკურენტ თბილისის "ლოკომოტივს" წამოეწევიან, ხოლო "ტორპედო" ამ თამაშში აღებული 3 ქულით უპირობო ლიდერ "დინამოსთან" სხვაობას შეამცირებს.

მატჩი "რამაზ შენგელიას" სახელობის სტადიონზე 8 სექტემბერს 20:00 საათზე დაიწყება.

ბაქარ  ლიკლიკაძე
Print