ახალი ამბები
ავღანეთში დაჭრილი, ხონში მცხოვრები, ჯარისკაცის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება
FaceBook
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თვითმკვლელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სამი ქართველი  ჯარისკაცი დაიჭრა. ერთ მათგანი ხონის რაიონ სოფელ ქუტირში ცხოვრობს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ ჯარისკაცის ოჯახი საუბრობს. 
ივერი ბუაძის ოჯახის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ჯარისკაცმა ცალ თვალში დაკარგა მხედველობა. ასევე ჭრილობები აქვს კიდურებზე და ტვინის შეშუპება.

"პირადად მოვიდა მეორე ქვეითი ბიგადის მეთაური და შეგვატყობინა ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. როგორც ვიცით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დღევანდელი ღამეა კრიტიკული. თუ მდგომარობა დამძიმდა, როგორც ვიცით, გერმანიაში გადაიყვანენ",  - ამბობენ ოჯახის წევრები.

ივერი ბუაძე 2011 წელს ჩირიცხა გორის სამხედრო აკადემიაში. 2015-დან სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადაში მსახურობდა. ავღანეთში აპრილში წავიდა და ოქტომბერში უნდა დაბრუნებულიყო.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თვითმკვლელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა "თალიბანმა" აიღო.
Print