ახალი ამბები
პარლამენტის ქუთაისის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
FaceBook
პარლამენტის ქუთაისის შენობის და მის ირგვლივ არსებული ტერიტორიის რეაბილიტაცია იგეგმება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც კობახიძემ განაცხადა, პარლამენტის შუშის კონსტრუქციას სერიოზული პრობლემები აქვს, ასევე მოსაწყობია ავტოსადგომი, გამწვანება შენობის გარეთ

"მინდა მოკლედ მოგახსენოთ იმ გეგმების შესახებ, რომელიც ჩვენ გვაქვს ქუთაისის პარლამენტის სასახლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, მოსაწესრიგებელია პარლამენტის შენობა და შენობის მიმდებარე ტერიტორია. რეაბილიტაციას საჭიროებს თავად შენობა. მისი სახურავი ატარებს წყალს და სავარაუდოდ, პოლიმერის საფარით არის რეაბილიტაცია ჩასატარებელი. მიზანშეწონილია ასევე მთლიანად შუშის რეკონსტრუქციის შეცვლა. აქაც არის ორი პრობლემა - ატარებს წყალს და ტემპერატურას ვერ ვარეგულირებთ. რეაბილიტაციას საჭიროებს ეს ყველაფერი და ასევე სარეაბილიტაციოა შენობის მიმდებარე ტერიტორია, მოსაწყობია ავტოსადგომი, უნდა მოპირკეთდეს შენობის შესასვლელი. აუცილებელია ტერიტორიის მოწესრიგება, შეგვიძლია შენობის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება. შესაძლებელია, მოვაწყოთ პარკი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც იქნებოდა ასევე საჩუქარი ქუთაისის მოსახლეობისთვის გამომდინარე იქიდან, რომ ეს პარკი იქნებოდა საყოველთაო მოხმარებისთვის განკუთვნილი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზინადართა საბჭოს აღნიშნული საკითხის ფინანსური შესწავლა დაავალა, რათა "ამ ყველაფერზე მუშაობა იქნას დაწყებული".


წყარო: interpressnews.ge
Print