ახალი ამბები
ჭიათურის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს კვლავ მამუკა ცერცვაძე დაიკავებს
FaceBook
ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს მამუკა ცერცვაძე დაიკავებს.

მისი კანიდიდატურა ჭიათურის თეატრმა წარადგინა, დასის სრული მხარდაჭერით. მამუკა ცერცვაძე თეატრის მოქმედი ხელმძღვანელია და იგი ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში იღებდა მონაწილეობას.

მამუკა ცერცვაძე 2013 წლიდან ხელმძღვანელობს ჭიათურის დრამატულ თეატრს.

მამუკა ცერცვაძის ინფორმაციით, მალე გაიმართება დასის შეკრება და დაიგეგმება ახალი სეზონი. 

თეატრი სეზონს 13 სექტემბერს პრემიერით გახსნის.

Print