ახალი ამბები
"ინფორმაციას არ ვფლობ" - კოტე ქავთარაძე მერიის ჩინოვნიკის მიერ, ბიუჯეტის, სავარაუდოდ, არამიზნობრივ ხარჯვაზე
FaceBook
ქუთაისის ვიცე-მერის, კოტე ქავთარაძის თქმით, მერიის ერთ-ერთი ჩინოვნიკის მიერ,  პირადი სტუმრების,  ბიუჯეტის ხარჯებით სავარაუდო გამასპინძლებაზე, ინფორმაციას არ ფლობს.

მისი თქმით, თუ მას მსგავსი ინფორმაცია ექნება, სამართალდამცავებს ჩააყენებს საქმის კურსში.

"მე ასეთ ინფორმაციას არ ვფლობ და რომ ვფლობდე ამ შემთხვევაში ჩავაყენებდი საქმის კურსში სამართალდამცავებს", - განაცხადა კოტე ქავთარაძემ.

ქუთაისის მერიის ერთ-ერთი ჩინოვნიკი საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში მერიის პრესსამსახურის თანამშრომელმა, დავით ლიკლიკაძემ დაადანაშაულა.

სოციალურ ქსელში მის მიერ გავრცელებული პოსტის მიხედვით, მერიის ჩინოვნიკი, რომლის ვინაობასაც ლიკლიკაძე არ ასახელებს, პირადი სტუმრების რესტორნებში კვების ხარჯებს ქალაქის ბიუჯეტიდან ანაზღაურებს.

მერიის სამსახურის თანამშრომელი სამართალდამცავებს ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს და მათთან თანამშრომლობის მზადყოფნასაც გამოთქვამს.

ვინ არის მერიის ჩინოვნიკი, რომელიც სავარაუდოდ, ქალაქის ბიუჯეტს არამიზნობრივად ხარჯავს, დავით ლიკლიკაძე დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.






ამავე თემაზე:

"მზად ვარ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციებით გამოძიებას მივეხმარო" - დათო ლიკლიკაძე მერიის ჩინოვნიკზე
Print