ახალი ამბები
"მზად ვარ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციებით გამოძიებას მივეხმარო" - დათო ლიკლიკაძე მერიის ჩინოვნიკზე
FaceBook
ქუთაისის მერიის თანამშრომელი და ჟურნალისტი, დათო ლიკლიკაძე  სამართალდამაცავ ორგანოებს  მერიაში ერთ-ერთი ჩინოვნიკის საქმიანობით დაინტერესებისკენ მოუწოდებს,  რომელიც მისი თქმით, სხვადასხვა რესტორანში  მიწვეული პირადი სტუმრების  ხარჯებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურებს. ჟურნალისტი ჩინოვნიკის ვინაობას ამ ეტაპზე არ ასახელებს და არც დამატებით განმარტებებს  აკეთებს.

ჟურნალსიტის  პოსტს, რომელიც მან  სოციალურ ქსელში გაავრცელა, უცვლელად გთავაზობთ:

"ერთი წვრილფეხა ჩინოვნიკია ქუთაისის მერიაში, რომელსაც ახალი მთავრობის მოსვლასთან ერთად სავარაუდოდ თანამდებობას დაატოვებინებენ. ქუთაისის რესრტორნების მეპატრონეები შიშმა მოიცვა, ვინ გადაიხდის მისი "სამეგობროს" და პირადი სტუმრების ქეიფის ხარჯებს, რომელსაც თურმე ნუ იტყვით და როგორც წესი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გააიმასქნებდა ხოლმე. აი ასე, თითქოს ქალაქის სტუმრები იყვნენ, იმ პონტში გააიმასქნებდა. ხოდა ვიდრე სამართალდამცავი ორგანოები მის გასაიმასქნებლად დაინტერესდებოდნენ, მზად ვარ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციებით გამოძიებას მივეხმარო", - წერს დავით ლიკლიკაძე. 


დაინტერესდება, თუ არა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, დავით ლიკლიკაძის მიერ გაკეთებული განცხადებით, უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიება იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მერიის თანამშრომელი მათ ოფიციალურად მიმართავს.





Print