ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტი - ჩვენ დღეს ვზეიმობთ მომავალ გამარჯვებას
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშილი, დამოუკიდებლობის დღესთნ დაკავშირებით, ქუთაისში, III ქვეით ბრიგადას ესტუმრა. ქვეყნის მთავარსარდალმა ჯარისკაცებს 26 მაისი მიულოცა და განმარტა, რომ  ეს დღე საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.
"ჩვენ ვზეიმობთ ამ დღეს იმ ჩვენ დიდ მამულიშვილებთან ერთად, რომელთაც მთავარი ღირებულება - ჩვენი ქვეყნის თავისუფლება გაიხადეს ხატად და თავისი სიცოცხლე ამ მიზნის მიღწევას შესწირეს. ამას ვზეიმობთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოს გრძელ ისტორიაში, რომელიც სიამაყით გვავსებს ჩვენ დღეს. ჩვენ ქედს ვიხრით იმ მამულიშვილების წინაშე, ვინც თავის მუშაობით, სიცოცხლით გახადა შესაძლებელი დღევანდელი თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველო, ამ დღისთვის არა მარტო ჩვენი თაობა, არამედ მრავალი ათასი თაობა იღწვოდა. ჩვენ მადლობლელი ვართ მათი. ამავე დროს ვზეიმობთ მომავალ გამარჯვებას და დღეს აქ მდგომნი და ჩვენი შთამომავლებიც, ჩვენი ქვეყნის დიდ გამარჯვებას, სიძლიერეს, გამთლიანებას მოესწრებიან. გილოცავთ ამ დღესასწაულს. ღმერთი ფარავდეს საქართველოს", - განაცხადა პრეზიდენტმა, სიტყვით გამოსვლისას.
პრეზიდენტმა მესამე ქვეით ბრიგაგადას სამი კომიუტერი საჩუქრად გადასაცა. მარგევლაშვილმა ასევე, დაათვალიერა სამხედრო ბაზის კომპლექსი.
ვიზიტის ბოლოს ჯარისკაცების ოჯახის წევრებთან ერთად ისადილა. პრეზიდენტთან ერთად, ქუთაისში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, უშიშროების სამჭოს მდივანი, ირინა იმერლიშვილი და ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
თეკლე მორგოშია

Print