ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში სოციალურ საცხოვრისთან დაკავშირებით 6 სექტემბერს ბრიფინგი გაიმართება
FaceBook
ქუთაისის მერიაში შექმნილმა სოციალური საცხოვრისის კომისიამ  მუშაობა დაასრულა.  ამის შესახებ 6 სექტემბერს 11:00 საათზე მერიის თეთრ დარბაზში მერის მოადგილე, კონსტანტინე ქავთარაძე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამართავს ბრიფინგს.

ქუთაისში, სოციალურ საცხოვრისში ბინის მიღებას 350 უსახლკარო ელოდება. მათი ნაწილი სამხატვრო სკოლის და ე.წ. საგრენაჟე ქარხნის ყოფილ შენობებში ცხოვრობს.

უსახლკაროები ამბობენ, რომ სოციალური საცხოვრისი მათთვის ერთადერთი იმედია.

ვინ მიიღებს ბინას 5 წლის ვადით, ჯერჯერობით უცნობია. ქუთაისის მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია, ბინის მიღების მსურველებს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეარჩევს.

როგორ ცხოვრობენ საცხოვრებელი პირობების მომლოდინე ოჯახები ძველ და ამორტიზებულ შენობებში, ნახეთ სიუჟეტი:


ამავე თემაზე:


ქუთაისში 50-მდე ოჯახს კავშირგაბმულობის ყოფილ შენობაში შეასახლებენ

ქუთაისში სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად კონკურსი ცხადდება

სოციალური საცხოვრისი ქუთაისში (ფოტორეპორტაჟი)
Print