ახალი ამბები
„სხვამ არ თოხნოს ჩვენი ყანა“- ქუთაისში მერაბ კოსტავას ძეგლს პატივი მიაგეს
FaceBook
ქუთაისში მერაბ კოსტავას ძეგლს პატივი მიაგეს. ჩოხოსნებმა და მერაბ კოსტავას საზოგადოების წევრებმა გვირგვინებითა და საქებარი სიტყვებით შეამკეს მერაბ კოსტავა.
უწოდეს მას "ანთებული კაცი", "სამშობლოს საყვარელი შვილი" და სხვა.
საპატრიარქოს ჩოხოსნების დასავლეთ საქართველოს წინამძღოლმა ლევან როხვაძემ ლექსიც მიუძღვნა მერაბ კოსტავას ხსოვნას.
"სხვამ არ თოხნოს ჩვენი ყანა
არც ჩონგური ჩვენი თალოს...
მე ისეთი მგლები მყვანან ალგეთს მტერმა ვერ დათვალოს...
ეჰე, ძმებო სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოთო", - აღნიშნა ლევან როხვაძემ.
მერაბ კოსტავას ძეგლს პატივი მიაგეს ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ და იმერეთის გუბერნიის წარმომადგენლებმა.
წელს მერაბ კოსტავას დაბადებიდან 76-ე წლისთავი აღინიშნება.
ეკა კუხალაშვილი
Print